გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #13

ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲬᲕᲘᲠᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ითვინინგის საერთაშორისო პროექტში ჩართვა

ჩვენი ეკოკლუბი გახდა პროექტის დამფუძვნებელი საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა eTwinning-ში „Green Ideas, Smart Money“, რომელიც აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებას, ცირკულარულ ეკონომიკას, მწვანე მეწარმეობასა და ფინანსურ წიგნიერებას. პროექტში მონაწილეობა ეკოკლუბისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაიზიაროს სხვა ქვეყნების სკოლების გამოცდილება და საკუთარი გარემოსდაცვითი ინიციატივები საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ნარჩენების შემცირების, რესურსების ხელახალი გამოყენების, მდგრადი მოხმარებისა და ეკომეგობრული სამეწარმეო იდეების განვითარებაზე. დაგეგმილია ერთობლივი კვლევები, ციფრული პროდუქტების შექმნა, ვიდეორგოლებისა და პოდკასტების მომზადება, ასევე საერთაშორისო შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების, შემოქმედებითი აზროვნების, ციფრული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკოკლუბის ადგილობრივი ინიციატივები საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილად იქცევა, რაც ახალი იდეების განხორციელებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის პერსპექტივას ქმნის.

აქტივობა 02

კეცხოველის პრემია 2027

კეცხოველის პრემიის ფარგლებში 4 ნოემბერს ეკოკლუბის წევრებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კონკურსის ძირითადი მიმართულებების გაცნობა, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და მოსწავლეთა იდეების განხილვა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცირკულარულ ეკონომიკას, ნარჩენების შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და გადამუშავებას. ასევე განვიხილეთ კონკურსის მთავარი თემა – „ტყეები, ხეობები და მცენარეები“, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შესწავლას, ტყის ეკოსისტემების დაცვასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას. მოსწავლეებმა იმსჯელეს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, მდგრადი განვითარების მიზნებსა და თემის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გამოიკვეთა ისეთი პრიორიტეტებიც, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების დაცვა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, წარმოადგინეს ინიციატივები და განსაზღვრეს სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევით, პრაქტიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი კომპეტენციების განვითარებას, ისე ადგილობრივ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.

იტვირთება…