გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #12

ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲬᲕᲘᲠᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ითვინინგის საერთაშორისო პროექტში ჩართვა

ჩვენი ეკოკლუბი გახდა პროექტის დამფუძვნებელი საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა eTwinning-ში „Green Ideas, Smart Money“, რომელიც აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებას, ცირკულარულ ეკონომიკას, მწვანე მეწარმეობასა და ფინანსურ წიგნიერებას. პროექტში მონაწილეობა ეკოკლუბისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაიზიაროს სხვა ქვეყნების სკოლების გამოცდილება და საკუთარი გარემოსდაცვითი ინიციატივები საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ნარჩენების შემცირების, რესურსების ხელახალი გამოყენების, მდგრადი მოხმარებისა და ეკომეგობრული სამეწარმეო იდეების განვითარებაზე. დაგეგმილია ერთობლივი კვლევები, ციფრული პროდუქტების შექმნა, ვიდეორგოლებისა და პოდკასტების მომზადება, ასევე საერთაშორისო შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების, შემოქმედებითი აზროვნების, ციფრული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკოკლუბის ადგილობრივი ინიციატივები საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილად იქცევა, რაც ახალი იდეების განხორციელებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის პერსპექტივას ქმნის.

აქტივობა 02

კეცხოველის პრემია 2027

კეცხოველის პრემიის ფარგლებში 4 ნოემბერს ეკოკლუბის წევრებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კონკურსის ძირითადი მიმართულებების გაცნობა, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და მოსწავლეთა იდეების განხილვა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცირკულარულ ეკონომიკას, ნარჩენების შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და გადამუშავებას. ასევე განვიხილეთ კონკურსის მთავარი თემა – „ტყეები, ხეობები და მცენარეები“, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შესწავლას, ტყის ეკოსისტემების დაცვასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას. მოსწავლეებმა იმსჯელეს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, მდგრადი განვითარების მიზნებსა და თემის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გამოიკვეთა ისეთი პრიორიტეტებიც, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების დაცვა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, წარმოადგინეს ინიციატივები და განსაზღვრეს სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევით, პრაქტიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი კომპეტენციების განვითარებას, ისე ადგილობრივ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.

აქტივობა 03

ახალგაზრდული ფორუმი

7 ოქტომბერს ჩვენი ეკოკლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მხარდაჭერით, UNDP-ისა და UNIDO-ს მიერ ორგანიზებულ ეკოჯილდოების კონკურსის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. ეკოკლუბის წევრებმა, ლიზიმ და ლიკამ, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ჩვენი კლუბის გამოცდილება, განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობები და მიღწეული შედეგები. მოსწავლეები ასევე ჩაერთნენ ცირკულარული ეკონომიკის თემაზე გამართულ Kahoot-ის ინტერაქციულ ვიქტორინასა და საგანმანათლებლო თამაშში „მისია ნულოვანი ნარჩენი“. აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ნარჩენების შემცირების, რესურსების რაციონალური გამოყენებისა და გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიება საინტერესო შესაძლებლობა იყო სხვა სკოლების გამოცდილების გასაცნობად, ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად და სამომავლო გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის ახალი იდეების მისაღებად. ჩვენი სკოლის ეკოკლუბი აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულია, ამდენად ეს შესაძლებლობა ძალიან ნაყოფიერი იყო სამომავლო ინიციატივების დასაგეგმად

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…