გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #10

ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲬᲕᲘᲠᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

შემცირებული უთანასწორობა — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

„სიკეთის მსოფლიო დღე“

სიკეთის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით II, III, IV და V კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო პრეზენტაცია, რომლის მიზანი იყო სიკეთის მნიშვნელობის გააზრება, ემპათიის განვითარება და მზრუნველობის, თანადგომისა და ურთიერთპატივისცემის წახალისება.

პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სიკეთის მსოფლიო დღის შესახებ, იმსჯელეს, რას ნიშნავს იყო კეთილი, როგორ შეიძლება დავეხმაროთ სხვებს და რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც ერთი პატარა კეთილი საქმის გაკეთება. ფოტოილუსტრაციების, ცხოვრებისეული მაგალითებისა და სადისკუსიო კითხვების საშუალებით ბავშვებმა გააანალიზეს სიკეთის გამოვლინების სხვადასხვა ფორმა ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებასა და ბუნებასთან ურთიერთობისას.

ამ ასაკში სიკეთის გააზრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ დაწყებით საფეხურზე ყალიბდება ბავშვის ღირებულებები, სოციალური უნარები და დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ემოციური ინტელექტის განვითარებას, სხვათა გრძნობებისა და საჭიროებების გააზრებას, ბულინგის პრევენციას, თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

პრეზენტაციის მთავარი გზავნილი იყო, რომ სიკეთის კეთებას განსაკუთრებული შესაძლებლობები ან მატერიალური რესურსები არ სჭირდება — ზოგჯერ გულწრფელი ღიმილი, თბილი სიტყვა, თანადგომა და ყურადღებაც საკმარისია სხვისი დღის გასალამაზებლად.

აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებში იმ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რომ სიკეთე მხოლოდ ერთჯერადი ქმედება კი არა, ყოველდღიური ქცევისა და ცხოვრების წესის ნაწილი უნდა გახდეს. 💚

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

ოციალური პასუხისმგებლობა და ემპათიის განვითარება მოსწავლეებში

წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, სოფიო ქუხილავამ, იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე „სოციალური პასუხისმგებლობა და ემპათიის მნიშვნელობა“.

პრეზენტაციის ფარგლებში მან მონაწილეებს გააცნო წვირმის სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული სოციალური და საქველმოქმედო ინიციატივები, რომლებიც მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, თანასწორობის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში სიკეთის კეთების კულტურის დამკვიდრებისკენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ უწყობს ხელს მსგავს აქტივობებში მონაწილეობა მოსწავლეებში ემპათიის, თანაგრძნობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და ურთიერთდახმარების უნარების განვითარებას. ხელმძღვანელმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ისაუბრა, როგორ შეიძლება მცირე ინიციატივით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოციალური აქტივობების კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან და მოსწავლეთა როლი უფრო თანასწორი, ინკლუზიური და მზრუნველი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში სოციალური მგრძნობელობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება, მათი წახალისება მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად და იმის გაცნობიერება, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ გარემოს დაცვას არ გულისხმობს — ის ადამიანებზე ზრუნვას, თანასწორობასა და ერთმანეთის მხარდაჭერასაც მოიცავს.

აქტივობა 03

სიკეთის კამპანია გრძელდება

30 ოქტომბერს ჩვენი ეკოკლუბის წევრებმა მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელეს და ჩერნოვეცკის ფონდში ტანსაცმელი კვლავ გაგზავნეს. მოსწავლეებმა შეგროვებული ტანსაცმელი ყურადღებით გადაარჩიეს, ფაქიზად დაახარისხეს, მოწესრიგებულად შეფუთეს და საჭიროების მქონე თანატოლებს გაუგზავნეს. აქტივობა ჩვენი ეკოკლუბის სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც ტანსაცმლის ხელახალი გამოყენების პოპულარიზაციასა და ტექსტილის ნარჩენების შემცირებას ემსახურება. ინიციატივა ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს და მოსწავლეებს აჩვენებს, რომ ნივთებს, რომლებიც ერთ ადამიანს აღარ სჭირდება, სხვებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. ამავდროულად, აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ემპათიის, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ეკოკლუბის საქმიანობით ერთდროულად ვიზრუნოთ გარემოს დაცვასა და ადამიანების კეთილდღეობაზე, რადგან მდგრადი მომავალი არა მხოლოდ ბუნებაზე ზრუნვას, არამედ ერთმანეთის მხარდაჭერასაც გულისხმობს.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…