გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #1

ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲬᲕᲘᲠᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა სიღარიბეს — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სიკეთის კამპანია გრძელდება

30 ოქტომბერს ჩვენი ეკოკლუბის წევრებმა მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელეს და ჩერნოვეცკის ფონდში ტანსაცმელი კვლავ გაგზავნეს. მოსწავლეებმა შეგროვებული ტანსაცმელი ყურადღებით გადაარჩიეს, ფაქიზად დაახარისხეს, მოწესრიგებულად შეფუთეს და საჭიროების მქონე თანატოლებს გაუგზავნეს. აქტივობა ჩვენი ეკოკლუბის სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც ტანსაცმლის ხელახალი გამოყენების პოპულარიზაციასა და ტექსტილის ნარჩენების შემცირებას ემსახურება. ინიციატივა ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს და მოსწავლეებს აჩვენებს, რომ ნივთებს, რომლებიც ერთ ადამიანს აღარ სჭირდება, სხვებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. ამავდროულად, აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ემპათიის, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ეკოკლუბის საქმიანობით ერთდროულად ვიზრუნოთ გარემოს დაცვასა და ადამიანების კეთილდღეობაზე, რადგან მდგრადი მომავალი არა მხოლოდ ბუნებაზე ზრუნვას, არამედ ერთმანეთის მხარდაჭერასაც გულისხმობს.

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 02

: „ტყის ნობათი“ – ეკომეწარმეობის განვითარება და ადგილობრივი რესურსების მდგრადი გამოყენება

ჩვენმა ეკოკლუბმა ეკოპროდუქტების ასორტიმენტს სექტემბრიდან ახალი პროდუქტები – მთის მოცვის მურაბა, ჟელე და ჩაი დაამატა. მოსწავლეები თავად აგროვებენ ადგილობრივ ტყეებში გავრცელებულ მოცვს, არჩევენ და ამზადებენ გადასამუშავებლად. პროდუქციის დამზადების პროცესში დასაქმებულია თემში მცხოვრები ორი ქალი, რომლებიც ეკოკლუბელების დახმარებით ამზადებენ მურაბასა და ჟელეს. პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის მიზნით მოსწავლეებმა შექმნეს Facebookგვერდი „ტყის ნობათი“, რომლის საშუალებითაც უკვე 100-მდე ქილა გაიყიდა. მიღებული შემოსავლის ნაწილი ხმარდება პროდუქციის დამზადებაში ჩართული ქალების ანაზღაურებას, ნაწილი კი ადგილობრივ თემში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას. ინიციატივა აერთიანებს მწვანე მეწარმეობას, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს სამეწარმეო, გუნდური მუშაობისა და ფინანსური მართვის უნარებს და აჩვენებს, როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობიანი გამოყენება თემისთვის რეალური სოციალური და ეკონომიკური სარგებლის წყაროდ იქცეს.ეხმაურება კონკურსის მთავარ თემას

იტვირთება…