გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაკახეთიმიზანი #16

ᲡᲡᲘᲞ ᲧᲕᲐᲠᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲐᲮᲐᲚᲡᲝᲤᲚᲘᲡ Ნ1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ფსიქოლოგის ტრენინგი

სკოლაში მოვიწვიეთ ფსიქოლოგი, რომელმაც ჩაატარა შეხვედრა თემაზე „რატომ ვადარებთ საკუთარ თავს სხვებს?“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ფსიქოლოგმა ისაუბრა თვითშეფასებაზე, სხვებთან შედარების მიზეზებსა და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ემოციებსა და თავდაჯერებულობაზე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, დასვეს კითხვები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის შედეგად უკეთ გავიაზრეთ, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას საკუთარი შესაძლებლობები და განვითარების ტემპი აქვს. ასევე ვისწავლეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მიღება, დაფასება და სხვისი წარმატების საკუთარ წარუმატებლობად არ აღქმა. შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაეცნობიერებინათ საკუთარი ღირებულება და თავდაჯერებულობა გაეძლიერებინათ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას სკოლაში და ერთმანეთის უკეთ გაგებასა და მხარდაჭერას.

იტვირთება…