გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაკახეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲧᲕᲐᲠᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲐᲮᲐᲚᲡᲝᲤᲚᲘᲡ Ნ1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ნაძვების დარგვა სკოლის ეზოში

სკოლის ეკოკლუბის წევრები აქტიურად ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში და სკოლის ეზოში დაახლოებით 30 ნაძვის ხე დავრგეთ. ნერგები შევიძინეთ ეკოკლუბისა და სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ფლი-მარკეტის შედეგად მიღებული თანხით. ეს ინიციატივა მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გუნდური მუშაობით მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა შეგვიძლია. შედეგად, ჩვენი სკოლის ეზო უფრო გამწვანდა და გალამაზდა, მოსწავლეებისთვის კი უფრო სასიამოვნო გარემო შეიქმნა. გარდა ამისა, ამ აქტივობამ ბავშვებში გარემოს დაცვისა და მასზე ზრუნვის მოტივაცია გაზარდა. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, მომავალშიც დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი ეკოლოგიური ინიციატივები, ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის, არამედ მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებისთვისაც.

იტვირთება…