გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲕᲔᲠᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

გაარჩიე დაახარისხე

დღევანდელი გლობალური დათბობის პირობებში ნარჩენების მართვა და რესურსების გონივრული მოხმარება მდგრადი მომავლის აუცილებელი წინაპირობაა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის პროცესში.

ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების პედაგოგთან ერთად შემეცნებითი აქტივობა „#ეკოკრეატორი“ განახორციელეს. მათ ვიზუალური მასალის გამოყენებით ნარჩენები თვისებრივი მახასიათებლების მიხედვით დაახარისხეს: გადამუშავებადი, არაგადამუშავებადი, საკვები, საშიში და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. თითოეული მათგანი შესაბამისი კატეგორიის ურნას მიაკუთვნეს.

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლიანი ქცევისა და გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარებას, რაც პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს – ხარისხიან განათლებას📚, მე-11 მიზანს – მდგრად ქალაქებსა და დასახლებებს🏙, მე-12 მიზანს – მდგრად მოხმარებასა და წარმოებას♻️და მე-13 მიზანს – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს🌏.

ნარჩენების სწორი მართვა ჩვენი წვლილია სუფთა გარემოსა და მდგრადი მომავლის შექმნაში!

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

26-30 ოქტომბერი იყავი მედიაწიგნიერი

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც 26-30 ოქტომბერს აღინიშნა, სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაც შეუერთდა. ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეკოკლუბ „ნასესხები დედამიწის“ წევრებმა მოამზადეს საინფორმაციო ვიდეორგოლი: „იყავი ინფორმირებული, იყავი მედიაწიგნიერი!“.

ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა პირდაპირ პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების ორ მთავარ მიზანს. კრიტიკული აზროვნებისა და ციფრული უნარების განვითარებით, აქტივობა ხელს უწყობს ხარისხიან განათლებას (SDG 4). ამავდროულად, დეზინფორმაციასთან ბრძოლითა და საზოგადოების მედიაინფორმირებულობით, მოსწავლეები აძლიერებენ მშვიდობას, სამართლიანობასა და ძლიერ ინსტიტუტებს (SDG 16).

ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ საინფორმაციო ნაკადში კრიტიკულობა თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.

იყავი გონიერი მოქალაქე, იყავი მედიაწიგნიერი, გაიაზრე შენი პასუხისმგებლობა ინფორმაციის გაზიარებისას, რომ არ გახდე დეზინფორმაციის ჯაჭვის რგოლი.

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…