გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #11

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲕᲔᲠᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

გაარჩიე დაახარისხე

დღევანდელი გლობალური დათბობის პირობებში ნარჩენების მართვა და რესურსების გონივრული მოხმარება მდგრადი მომავლის აუცილებელი წინაპირობაა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის პროცესში.

ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების პედაგოგთან ერთად შემეცნებითი აქტივობა „#ეკოკრეატორი“ განახორციელეს. მათ ვიზუალური მასალის გამოყენებით ნარჩენები თვისებრივი მახასიათებლების მიხედვით დაახარისხეს: გადამუშავებადი, არაგადამუშავებადი, საკვები, საშიში და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. თითოეული მათგანი შესაბამისი კატეგორიის ურნას მიაკუთვნეს.

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლიანი ქცევისა და გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარებას, რაც პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს – ხარისხიან განათლებას📚, მე-11 მიზანს – მდგრად ქალაქებსა და დასახლებებს🏙, მე-12 მიზანს – მდგრად მოხმარებასა და წარმოებას♻️და მე-13 მიზანს – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს🌏.

ნარჩენების სწორი მართვა ჩვენი წვლილია სუფთა გარემოსა და მდგრადი მომავლის შექმნაში!

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…