გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #10

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲕᲔᲠᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

შემცირებული უთანასწორობა — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობის მსოფლიო დღე

🌍 #ტოლერანტობის #საერთაშორისო #დღე

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნასესხები დედამიწა“, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, ჩაატარა შემეცნებითი და ცნობიერების ამაღლების აქტივობა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და განსხვავებულობის მიმღებლობის მნიშვნელობის გააზრება.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ტოლერანტობის არსზე, ადამიანებს შორის არსებულ განსხვავებებზე, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე. იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, თანაგრძნობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ადამიანი მიღებული და დაფასებულია.

აქტივობა ემსახურებოდა მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს:

🌍 SDG 4 — ხარისხიანი განათლება: მოსწავლეებში გლობალური მოქალაქეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მრავალფეროვნების პატივისცემის კულტურის განვითარება.

🤝 SDG 10 — შემცირებული უთანასწორობა: დისკრიმინაციისა და გარიყულობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და თანასწორი შესაძლებლობების მხარდაჭერა.

🕊️ SDG 16 — მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები: მშვიდობიანი, ინკლუზიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობა.

გვჯერა, რომ ტოლერანტობა მხოლოდ ერთი დღის აღნიშვნა არ არის — ეს არის ყოველდღიური დამოკიდებულება, რომელიც იწყება ერთმანეთის პატივისცემით, განსხვავებულობის მიღებითა და თანაგრძნობით.

განსხვავებულობა გვაერთიანებს, პატივისცემა კი გვაძლიერებს! ❤️

#ტოლერანტობისდღე

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

თანამშრომლობა უკეთესი შედეგისთვის

„სწავლა მაშინ არის სახალისო, როცა ის თამაშით ხდება!“

დღეს სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში ჩატარდა სახალისო ინგლისურენოვანი კონკურსი – Build a Word!

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ინგლისური ენისადმი ინტერესის გაღვივება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. კონკურსში მონაწილეობდა ორი გუნდი, რომლებიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული. მონაწილეებს ერთი მოცემული სიტყვის ასოების გამოყენებით რაც შეიძლება მეტი ახალი სიტყვის შედგენა ევალებოდათ. გუნდების მუშაობას დამსწრე პედაგოგი აფასებდა, გამარჯვებული გუნდი კი სიგელით დაჯილდოვდა.

აქტივობა გამომდინარეობდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან: მე-4 მიზანს – ხარისხიან განათლებას, რადგან ხელს უწყობდა ინტერაქტიული სწავლების დანერგვას, ენობრივი კომპეტენციებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ამასთანავე, გუნდური მუშაობითა და თანამშრომლობით მონაწილეები ავითარებდნენ ურთიერთპატივისცემისა და საერთო მიზნის მიღწევის უნარებს, რაც უკავშირდება მე-10 მიზანს – შემცირებული უთანასწორობა და მე-17 მიზანს – პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული!

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…