გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #15

ᲣᲠᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

დასუფთავების აქტივობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეთეთის“ წევრებმა მორიგი საზოგადოებრივ-სასარგებლო და გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს.  2026 წლის 29 ოქტომბეს მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული სათავსოდან სამშენებლო მასალებისა და სხვადასხვა ნივთების მოწესრიგება დაიწყეს. მათ დაალაგეს შეშა( ბრეკეტები) გადაიტანეს ხის პალეტები და სივრცის მოწესრიგებაში აქტიურად ჩაერთნენ.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს, გაინაწილეს მოვალეობები და საერთო ძალისხმევით შეასრულეს დაკისრებული სამუშაო. მათი ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლის გარემოზე ზრუნვა თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობაა.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ამასთანავე, აყალიბებს მზრუნველ დამოკიდებულებას სასკოლო გარემოსა და საერთო ქონების მიმართ.

ეკოკლუბ „ჯეთეთის“ წევრები მომავალშიც გააგრძელებენ სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობისკენ მიმართულ აქტივობებს, რადგან სუფთა, მოწესრიგებული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ყველას საერთო პასუხისმგებლობაა.

აქტივობა 02

გამწვანება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეთეთის“ წევრებმა მორიგი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. 2026 წლის 8 ოქტომბეს სკოლას საჩუქრად გადასცა მაგნოლიის ნერგი ჩვენი სკოლის ღვაწმოსილმა კურს დამთავრებულმა ბატონმა დილარ დაგარგულიამ რომელიც ურთის საჯარო სკოლაში  პირველ კლასში შემოვიდა 1946 წელს და კლასელების სახელით საჩუქრად გადასცა მაგნოლიის ნერგი სკოლას რომლის დარგვაზე და მოვლაზე პასუხის მგებლობა აიღო და იზრუნა ეკოკლყბმა ჯეგეთამმოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დარგული ნერგის მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე იზრუნეს. მათ მცენარის გარშემო დამცავი ბადე დაამაგრეს, ხის საყრდენების გამოყენებით კი კონსტრუქცია გაამყარეს, რათა ნერგი დაზიანებისა და სხვადასხვა გარე ზემოქმედებისგან დაეცვათ.

აქტივობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ისინი გუნდურად მუშაობდნენ, ინაწილებდნენ მოვალეობებს და ერთად ცდილობდნენ სამუშაოს წარმატებით შესრულებას. აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუნების დაცვისა და გამწვანების მნიშვნელობას.

აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება. ეკოკლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ თითოეული დარგული და დაცული მცენარე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ჯანსაღი და მწვანე გარემოს შექმნისკენ. ეკოკლუბი მომავალშიც განაგრძობს მზგავსი აქტივობების ჩატარებას

იტვირთება…