გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #11

ᲡᲡᲘᲞ ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲭᲧᲝᲜᲓᲘᲓᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ Ქ. ᲤᲝᲗᲘᲡ ᲛᲔ-7 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ხეების დარგვა სკოლის ეზოში

,,ვინც ხეს რგავს , ის მომავალს აშენებს". ეკოკლუბელების ინიციატივით და ხელშეწყობით სკოლის ეზოში პირველ კლასელებმა დარგეს ხეები. რომლის მიზანი იყო სკოლის გარემოს გალამაზება ,გამწვანება და ეკოლოგიურად ჯანსაღი სივრცის შექმნა.თითოეული ნერგი ჩვენი გარემოს დაცვისა და ბუნებაზე ზრუნვის სიმბოლოა. პატარებმა უკეთ გააცნობიერეს ხეებზე ზრუნვის აუცილებლობა და საკუთარი წვლილის შეტანა გარემოს დაცვაში.გაჩნდა პასუხისმგებლობის განცდა ,რომ დარგულ ნერგებს მომავალშიც უნდა მოუარონ. ხეების დარგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვისთვის ,კლიმატის სტაბილიზაციისა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის.

ხეების დარგვა მნიშვნელოვანია ეკონომოკური,სოციალური და ურბანული გარემოს გასაუმჯობესებლად . ხე შთანთქავს მზის ენერგას ,წყალსა და ნახშირორჟანგს,სანაცვლოდ კი ატმოსფეროში სასიცოცხლოდ აუცილებელ ჯანგბადს გამოყოფს.ერთი ხეც კი მთელი ეკოსსისტემაა. ჩვენ არ დაგვირგავს მხოლოდ ხეები-ჩვენ დავრგეთ ზრუნვა,პასუხისმგებლობა და მწვანე მომავლის იმედი.

იტვირთება…