გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #4

ᲐᲙᲐᲙᲘ ᲬᲔᲠᲔᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲡᲕᲘᲠᲘᲡ #1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

წყალმცენარეების რევოლუცია : ჭამადი და ბიოდეგრადირებადი შეფუთვა

მართვეს ეკო კლუბელებმა 2 ნოემბერს ჩაატარეს მორიგი შეხვედრა, წყალმცენარეების რევოლუციაზე, სადაც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა პლასტმასის ნარჩენებია. ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებსა და საკვების შესაფუთ მასალებს. მათი დიდი ნაწილი გარემოში ხვდება და ბუნებას აბინძურებს.

მეცნიერები ცდილობენ ისეთი ახალი მასალების შექმნას, რომლებიც პლასტმასის გამოყენებას შეამცირებს. ერთ-ერთი საინტერესო გამოსავალი სწორედ ზღვის წყალმცენარეებისგან დამზადებული შეფუთვაა.

პლასტმასა ძალიან გავრცელებული მასალაა, რადგან ის მსუბუქია, იაფია და ადვილად გამოიყენება. თუმცა მას ერთი დიდი პრობლემა აქვს: ბუნებაში ძალიან ნელა იშლება.

პლასტმასის ნარჩენები ხშირად ხვდება მდინარეებსა და ზღვებში, რაც საფრთხეს უქმნის წყლის ბინადრებს. ასევე, ნარჩენები აბინძურებს ნიადაგსა და გარემოს.

ამ პრობლემის გამო მეცნიერები ეძებენ ისეთ ალტერნატივებს, რომლებიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბუნებას. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა წყალმცენარეებისგან დამზადებული შეფუთვაა.

ისაუბრეს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და გადაწყვიტეს ამ თემას კიდევ მრავალჯერ შეეხონ, მოიფიქრონ და თან გაყვნენ ახალ მოსაზრებებს.

აქტივობა 02

ენების დღე

მართვეს მონაწილეობით სკოლაში 23 სექტემბერს ენების ევროპული დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. 2001 წლიდან აღინიშნება ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ინიციატივით . მისი მიზანია ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა , მოსწავლეებში მრავალ ეროვნებისა და უცხო ენების შესწავლის წახალისება , სხვადასხვა კულტურის უკეთ გაცნობა და ხალხებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შეურჩიეს, რომელთა მიზანია

● მოსწავლეების ინფორმირება ევროპის/მსოფლიოს ენობრივი მრავალფეროვნების შესახებ;

● ენების სწავლის ინტერესის გაღვივება და მნიშვნელობის გაცნობა;

● მულტიკულტურალიზმისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობის გაცნობა.

ისწავლე როგორ თქვა “ გამარჯობა“ სხვადასხვა ენაზე .

„დაასახელე!“ — ენობრივი ცოდნის თამაში

თამაში „სად ვარ?“ და „მოუსმინე და გამოიცანი ენა“.

კლასებში განხორციელდა აქტივობები: ენობრივი თამაში " ჟესტების ენა" ,

ენობრივი გასართობი - " ყველაზე გრძელი სიტყვა" და " ენის გასატეხი"

იტვირთება…