გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #3

ᲐᲙᲐᲙᲘ ᲬᲔᲠᲔᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲡᲕᲘᲠᲘᲡ #1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

წყალმცენარეების რევოლუცია : ჭამადი და ბიოდეგრადირებადი შეფუთვა

მართვეს ეკო კლუბელებმა 2 ნოემბერს ჩაატარეს მორიგი შეხვედრა, წყალმცენარეების რევოლუციაზე, სადაც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა პლასტმასის ნარჩენებია. ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებსა და საკვების შესაფუთ მასალებს. მათი დიდი ნაწილი გარემოში ხვდება და ბუნებას აბინძურებს.

მეცნიერები ცდილობენ ისეთი ახალი მასალების შექმნას, რომლებიც პლასტმასის გამოყენებას შეამცირებს. ერთ-ერთი საინტერესო გამოსავალი სწორედ ზღვის წყალმცენარეებისგან დამზადებული შეფუთვაა.

პლასტმასა ძალიან გავრცელებული მასალაა, რადგან ის მსუბუქია, იაფია და ადვილად გამოიყენება. თუმცა მას ერთი დიდი პრობლემა აქვს: ბუნებაში ძალიან ნელა იშლება.

პლასტმასის ნარჩენები ხშირად ხვდება მდინარეებსა და ზღვებში, რაც საფრთხეს უქმნის წყლის ბინადრებს. ასევე, ნარჩენები აბინძურებს ნიადაგსა და გარემოს.

ამ პრობლემის გამო მეცნიერები ეძებენ ისეთ ალტერნატივებს, რომლებიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბუნებას. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა წყალმცენარეებისგან დამზადებული შეფუთვაა.

ისაუბრეს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და გადაწყვიტეს ამ თემას კიდევ მრავალჯერ შეეხონ, მოიფიქრონ და თან გაყვნენ ახალ მოსაზრებებს.

იტვირთება…