გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #13

ᲐᲙᲐᲙᲘ ᲬᲔᲠᲔᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲡᲕᲘᲠᲘᲡ #1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტყე როგორც ბუნებრივი ფარი კლიმატი,ეროზია და ჩვენი დასახლება

აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაში მართვემ გადაწყვიტა 5 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო დაწყებითი საფეხურის მოსაწვლეებისათვის და შესაბამისად ბუნების დაცვაზე მიიღეს უამრავი ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთხილდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვაში. ტყე როგორც კლიმატის      მარეგულირებელი

ნახშირბადის შთანთქმა : ხეები შთანთქავენ ნახშიროჟანგის და ამცირებენ გლობალურ დათბობას.

ჟანგბადის წყარო: ტყეები გამოყოფენ ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ ჟანგბადს. ტყე აკავებს მზის ულტრაიისფერ სხივებს, ამცირებს სიცხეს და ქმნის მიკროკლიმატს.

ტყე როგორც ეროზიისა და სტიქიის ფარი- ხეების ფესვთა სისტემა ეფექტურად ეჭიდება ნიადაგს და ხელს უშლის მის ჩარეცხვასა და გამოფიტვას. მეწყრებისა ღვარცოფის პრევენცია: განსაკუთრებით საქართველოს მთიან რეგიონებში, ტყე ამცირებს წყალმოვარდნების, ღვარცოფების, მეწყერების და ზვავების საფრთხეს. ტყის საფარი ანელებს წვიმის წყლის ზედაპირულ ჩამონადენს, რაც იცავს მდინარეებს ადიდებისგან და აუმჯობესებს მიწიქვეშა წყლების მარაგს.

ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა: გააზრებული მოხმარება, ტყის აღდგენა და დაცვა.

იტვირთება…