კულტურული ძეგლები ეკოლოგიური საფრთხის წინაშე
აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა მართვემ 5 ნოემბერს მორიგი შეხვედრა ჩაატარა და განსახილველი თემა იყო კულტურული ძეგლები როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე. კულტურული ძეგლები ჩვენი ისტორიის, კულტურისა და წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი საუკუნეების განმავლობაში ინახავენ ხალხის ცხოვრების, ტრადიციებისა და ისტორიული მოვლენების კვალს. დღეს კულტურული მემკვიდრეობა მრავალი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ეროზია და ბუნებრივი კატასტროფები. ამიტომ აუცილებელია კულტურული ძეგლების დაცვა და შენარჩუნება, რათა ისინი მომავალ თაობებსაც შემორჩეს.
ეკოლოგიური საფრთხეები არის ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მოვლენები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გარემოსა და კულტურულ ძეგლებზე. მათ შორისაა ჰაერისა და წყლის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, მჟავური წვიმები, ნიადაგის ეროზია, წყალდიდობები, მეწყერები და ხანძრები. ეს ფაქტორები აზიანებს ისტორიულ ნაგებობებს, იწვევს კედლების დაშლას, ქვის დაზიანებასა და ფრესკების განადგურებას. ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ადამიანის გაუაზრებელი შრომა- საქმიანობა გავლენას როგორ ახდენს კულტურულ ძეგლებზე -ამაზე გაიმართა საუბარი პრეზენტაციის შემდეგ.