ტოლერანტობის დღე
აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ეკო კლუბმა მართვემ 16 ნოემბერს ჩაატარა სკოლის სააქტო დარბაზში შემეცნებითი პრეზენტაცია. შეხვედრის ფარგლებში კლუბის აქტიურმა მოსწავლეებმა, რომელშიც ჩართული იყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები და მოაწყვეს საინფორმაციო დაფა. ისაუბრეს ტოლერანტობაზე და გადაიხედეს წინა საუკუნეებში ტოლერანტ მეფეებზე და მათ ბრძნულ პოლიტიკაზეც გააკეთეს მცირედი ექსკურსი. მიმოიხილეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული დამოკიდებულება სხვადასხვა ერისა და კულტურის წარმომადგენლების მიმართ.
ასევე მნიშვნელოვანი იყო აქტივობები, გამოკითხვები, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მოსწავლეებს შორის, გაითავისეს და გაითამაშეს როლურად დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ყურადღება ბოლოს გაამახვილეს იმაზე, რომ ტოლერანტობა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე სამყაროს მთავარი ღირებულებაა. მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისათვის.