🌍 „დედამიწა ჩვენი ფესვებით — მწვანე მომავალი ჩვენს ხელებში“ 🌳დედამიწის მომავალი ჩვენს ზრუნვასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
20-ნოემბერს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს შემოქმედებითი ეკოაქტივობა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დედამიწისა და ხის სიმბოლური ნამუშევარი, რომელშიც გამოხატეს ბუნების სიყვარული, სიცოცხლის მნიშვნელობა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა. ნამუშევარი გვახსენებს, რომ ხეები, მცენარეები და ჯანსაღი გარემო ჩვენი მომავლის საფუძველია. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების, პასუხისმგებლობისა და ბუნების დაცვის სურვილის გაძლიერება. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ თითოეული ადამიანის პატარა ზრუნვას დიდი მნიშვნელობა აქვს. დედამიწის მომავალი ჩვენს ზრუნვასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ძალიან დიდი მონდომებით და სიხარულით იმუშავეს. მათ მიერ შექმნილი ნამუშევარი გვახსენებს, რომ დედამიწის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. პატარა ზრუნვითა და კეთილი საქმით შეგვიძლია დიდი ცვლილებების მოხდენა და მწვანე, ჯანსაღი მომავლის შექმნა. 🌍