გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ. ᲓᲐᲒᲕᲐᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

"სოფლის ცენტრის მოზაიკური კედლების დასუფთავება.

2026 წლის 21 ოქტომბერს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა განახორციელეს გარემოსდაცვითი აქტივობა — სოფლის ცენტრში არსებული მოზაიკური კედლების დასუფთავება. აქტივობის მიზანი იყო სოფლის იერსახის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგება და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გაძლიერება. ეკოკლუბელებმა საკუთარი შრომით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ბუნების დაცვას არ ნიშნავს — ის ჩვენი სოფლის ისტორიის, კულტურისა და საერთო სივრცეების გაფრთხილებასაც გულისხმობს. გვჯერა, რომ პატარა საქმეებით დიდი ცვლილებების შექმნა შეგვიძლია. სუფთა და მოვლილი სოფელი კი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ეკოკლუბელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სოფლის სილამაზესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში თითოეულ ადამიანს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, ზრუნვისა და პასუხისმგებლობის მაგალითი სხვებისთვისაც გავხადოთ და მომავალ თაობებს მოვლილი, სუფთა და ლამაზი გარემო დავუტოვოთ. 🌿

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

„ნეშომპალის მიღება ჩამოცვენილი ფოთლებისგან“ 🍂

🍂 ნეშომპალის მიღება ჩამოცვენილი ფოთლებისგან 🌱

სსიპ ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა დღეს კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. მათ საკუთარი ხელით მოაწყვეს ნეშომპალის მისაღები ყუთი, დაასუფთავეს სკვერის ტერიტორია, შეაგროვეს ჩამოცვენილი ფოთლები და მომზადებულ ყუთში მოათავსეს. ახლა მოსწავლეები ინტერესით ელოდებიან ბუნებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ფოთლები დაიშლება და ნეშომპალად გარდაიქმნება. მიღებული ნეშომპალა კი მომავალში მცენარეებისა და ნიადაგის გასამდიდრებლად გამოიყენება.ამ აქტივობით ბავშვებმა პრაქტიკულად დაინახეს, რომ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთი შეხედვით უსარგებლო ფოთოლსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.ჩვენ ვსწავლობთ ბუნებისგან, ვზრუნავთ გარემოზე და პატარა საქმეებით ვქმნით დიდ ცვლილებებს! 🌿ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ ბუნებაზე ზრუნვა, არამედ თავად გახდნენ გარემოსდაცვითი ცვლილებების შემქმნელები. დღეს შეგროვებული ფოთლები ხვალ ნიადაგის სიმდიდრედ და ახალი სიცოცხლის წყაროდ იქცევა. ასე ვაქცევთ ზრუნვას საქმედ, ცოდნას კი — სასარგებლო გამოცდილებად! 🌿🍂

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…