"სოფლის ცენტრის მოზაიკური კედლების დასუფთავება.
2026 წლის 21 ოქტომბერს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა განახორციელეს გარემოსდაცვითი აქტივობა — სოფლის ცენტრში არსებული მოზაიკური კედლების დასუფთავება. აქტივობის მიზანი იყო სოფლის იერსახის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგება და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გაძლიერება. ეკოკლუბელებმა საკუთარი შრომით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ბუნების დაცვას არ ნიშნავს — ის ჩვენი სოფლის ისტორიის, კულტურისა და საერთო სივრცეების გაფრთხილებასაც გულისხმობს. გვჯერა, რომ პატარა საქმეებით დიდი ცვლილებების შექმნა შეგვიძლია. სუფთა და მოვლილი სოფელი კი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ეკოკლუბელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სოფლის სილამაზესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში თითოეულ ადამიანს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, ზრუნვისა და პასუხისმგებლობის მაგალითი სხვებისთვისაც გავხადოთ და მომავალ თაობებს მოვლილი, სუფთა და ლამაზი გარემო დავუტოვოთ. 🌿