გზა მედიცინისაკენ
ქობულეთის პროფესიული კოლეჯ „ახალი ტალღისა“ და ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ერთობლივი ინიციატივით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, 2 ნოემბერს საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი „გზა მედიცინისაკენ“ განხორციელდა.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, ახლოს გაცნობოდნენ ჯანდაცვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ძირითად პრინციპებსა და თანამედროვე შესაძლებლობებს. აქტივობის მონაწილეებმა საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და ქობულეთის ახალ საავადმყოფოში. ახალგაზრდებმა ადგილზე დაათვალიერეს მედიცინის ლაბორატორიები, გაეცნენ პროფესიული სტანდარტების მოთხოვნებს და პრაქტიკული მაგალითებით შეიტყვეს, თუ როგორ ხდება გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, პროფესიულ ორიენტაციასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს ეხმარება მომავალი პროფესიის სწორად შერჩევასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვაში.