ფრინველთა მიგრაციაზე დაკვირვება
ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ჩვენ და გარემო“ წარმატებით განახორციელა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიძღვნილი იყო მტაცებელ ფრინველთა მიგრაციისა და ბიომრავალფეროვნების შესწავლისადმი. საერთაშორისო ორგანიზაცია BRC-ის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ საერთაშორისო ბანაკში, სადაც მოწვეულ უცხოელ ტრენერებთან (ესპანელი რაფა ბენხუმეა და ავსტრიელი მიტრა დანეშვარი) ერთად სიღრმისეულად შეისწავლეს ფრინველთა დაკვირვებისა და მიგრაციის თავისებურებები. პროექტის ხელმძღვანელების (დაჩი შოშიტაშვილი და ლუკა ტყემალაძე) მხარდაჭერით, მაღალი ჩართულობისა და საუკეთესო შედეგების ჩვენებისთვის მონაწილეებმა დაიმსახურეს საპატიო დიპლომები და ბინოკლები. ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ ეკოკლუბელებმა მიღებული ცოდნა, შთაბეჭდილებები და გამოცდილება სასკოლო საზოგადოებასა და თანატოლებს გაუზიარეს, რამაც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდად შეუწყო ხელი და მოტივაცია აუმაღლა მათ.