გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #12

ᲐᲚᲐᲛᲑᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ერთობლივი ნაბიჯები მწვანე მომავლისთვის — თანამშრომლობა მაკულატურის გადასამუშავებლად

ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჩვენ და გარემოს“ ხელმძღვანელმა, ნინი მენაღარიშვილმა, გარემოსდაცვითი ინიციატივების გასაფართოებლად ოჩხამურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მან თანატოლებს გააცნო ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მნიშვნელობა, შესთავაზა კონკურსში ჩართვა და სთხოვა აქტიური მონაწილეობა მიეღოთ მაკულატურის შეგროვების აქციაში — დერეფნებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში ქაღალდის ნარჩენების მოთავსებით. შეთანხმების მიხედვით, ბიოლოგიის მასწავლებელი თითოეული კლასიდან გამოარჩევს ყველაზე აქტიურ მოსწავლეს, რომლებიც მოგვიანებით ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მაკულატურის გადამამუშავებელ ქარხანას ეწვევიან. აღნიშნული ინიციატივა სრულად ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს: მიზანი №12 (მდგრადი მოხმარება და წარმოება) ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების კულტურის დანერგვას, მიზანი №4 (ხარისხიანი განათლება) ამაღლებს მოსწავლეთა გარემოსდაცვით ცნობიერებას, მიზანი №15 (დედამიწის ეკოსისტემები) იცავს ტყის რესურსებს, ხოლო მიზანი №17 (პარტნიორობა მდგრადი მიზნებისათვის) აძლიერებს სკოლებს შორის თანამშრომლობას. მსგავსი ერთობლივი კამპანიები ახალგაზრდებს უყალიბებს ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს მწვანე მომავლის შექმნას.

იტვირთება…