გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #11

ᲐᲚᲐᲛᲑᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სასმელი წყლის ხარისხის კვლევა და სკოლებს შორის თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის

ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ჩვენ და გარემომ“ მიზნად ისახა სასმელი წყლის ხარისხის პრაქტიკული კვლევა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამ მიზნით, ეკოკლუბი აქტიურად ჩაერთო აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შეხვედრებში ოჩხამურისა და ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლებთან ერთად, სადაც აჭარის წყლის ალიანსის წარმომადგენლებიც გვესტუმრნენ. მოსწავლეები აქტივობებში ერთმანეთს ვენაცვლებოდით, შევისწავლეთ ევროკავშირის, გერმანიისა და აჭარის წყლის ალიანსის (KfW) მხარდაჭერით მიმდინარე წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობის პროცესი და ცდების საფუძველზე დავადგინეთ სოფლის წყლის ორგანოლეპტიკა, ქიმიური შედგენილობა და მიკრობიოლოგია. აღნიშნული ინიციატივა ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს: მიზანი №6 (სუფთა წყალი და სანიტარია) უზრუნველყოფს უსაფრთხო წყლისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის გააზრებას, მიზანი №3 (ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა) იცავს მოსახლეობის ჯანმრთელობას, მიზანი №4 (ხარისხიანი განათლება) ავითარებს კვლევით უნარებს, მიზანი №11 (მდგრადი ქალაქები და დასახლებები) ხელს უწყობს თემის მდგრადობას, ხოლო მიზანი №17 (პარტნიორობა მდგრადი მიზნებისათვის) აერთიანებს სკოლების, ორგანიზაციებისა და პარტნიორების ძალისხმევას. მსგავსი პრაქტიკული კვლევები ამაღლებს ახალგაზრდების ცნობიერებას და აძლიერებს პასუხისმგებლობას სუფთა გარემოს მიმართ.

იტვირთება…