გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲐᲡᲣᲠᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ხის დარგვა

23 ოქტომბერს სსიპ სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის პირველ კლასელებმა მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა სახეობის ხე მცენარეები დარგეს, მეზობელი სოფელ კოდის სკოლაში . მოსწავლეებმა დარგეს როგორც ფართო ფოთლოვანი ხეები ცაცხვი და იფანი , ასევე წიწვოვანი ხემცენარეები როგორიცაა სოჭი და ფიჭვი . მოცემულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა პირველ კლასელების დამრიგებელი ხათუნა ფონჯავიძე. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლებს თავიდანვე კეთებით გაეცნობიერებინათ მნიშვნელობა მათი ქმედებების. ხეების მნიშვნელობა და მისი დარგვის აუცილებლობა .ასევე სკოლებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის დამყარება მოხდეს . სამომავლოდ ასურეთის სკოლის ბავშვების დარგულ ხეებს მოუვლიან და გაზრდიან კოდის მოსწავლეები. ზემოთ მოცემული ღონისძიება ასევე მიეძღვნა 22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღეს. ჩვენი სკოლის პირველმა კლასელებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნასი.

იტვირთება…