გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამცხე-ჯავახეთიმიზანი #15

ᲓᲘᲚᲘᲡᲙᲘᲡ N 1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

პრეზენტაცია თემაზე: ტყეები, ხეობები, სახეობები: ბუნებრივი კავშირების ძალა და ჩვენი პასუხისმგებლობა

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2027-ის ფარგლებში, დილისკის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა „ბიო-რიტმმა“ მოამზადა და წარადგინა პრეზენტაცია მნიშვნელოვან გარემოსდაცვით თემაზე — „ტყეები, ხეობები, სახეობები: ბუნებრივი კავშირების ძალა და ჩვენი პასუხისმგებლობა“. პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რომ ბუნება ერთიანი და რთული ქსელია, სადაც ტყე, მდინარე, ხეობა და ცოცხალი ორგანიზმები ურღვევად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. მოსწავლეებმა თემაზე მუშაობისას კარგად გაიაზრეს პრობლემები.

ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს უნიკალური ფლორისა და ფაუნის მდგომარეობა, ენდემური სახეობები (როგორიცაა ქართული მუხა, კოლხური ბზა, უთხოვარი და ძელქვა), ასევე ისეთი მთავარი ეკოლოგიური გამოწვევები, როგორებიცაა უკონტროლო ჭრა, ნარჩენებით დაბინძურება და ტყის ხანძრები. პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეებმა შეიმუშავეს პრაქტიკული რეკომენდაციები და სამოქმედო ნაბიჯები ადგილობრივი გარემოს დასაცავად.

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2027: საინფორმაციო შეხვედრა და პირველი ნაბიჯები

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2027-ის ფარგლებში, დილისკის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა „ბიო-რიტმმა“ გამართა პირველი საინფორმაციო შეხვედრა და პრეზენტაცია წლევანდელ მთავარ თემაზე — „ტყეები, ხეობები, სახეობები“. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი გარემოს გაცნობა, ბუნებრივი ეკოსისტემების მნიშვნელობის ღრმად გააზრება და სამომავლო გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკო-კლუბის 10 აქტიური წევრი, რამდენიმე პედაგოგი და მეათე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას ჩამოყალიბდა ეკო-კლუბის პირველი სამუშაო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი გარემოს კვლევას, ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული ეკო-ინიციატივების განხორციელებას სოფლისა და სკოლის მასშტაბით. გაჩნდა ახალი მსურველები პროექტში ჩართვის და მუშაობის.

იტვირთება…