გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #13

ᲥᲐᲚᲐᲥ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ #11 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

კომპოსტირება

11 ნოემბერს სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრი მოსწავლეები გორის №8 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

შეხვედრის ფარგლებში ეკოკლუბ „დელტას“ წევრები მასპინძელი სკოლის ეკოკლუბელებს შეხვდნენ, დაათვალიერეს სკოლის ეზოში განთავსებული კომპოსტირების ყუთი და გაეცნენ კომპოსტირების პროცესს.

მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ლექცია კომპოსტირების მნიშვნელობის, ორგანული ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, ნინო ფსუტურმა, ჩაატარა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანული ნარჩენების სასარგებლო რესურსად გარდაქმნა, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება და გარემოზე ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა თავად შეაგროვეს ფოთლები და სხვა ნარჩენები და ყუთში განათავსეს.

მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას.

ყველა ფოტო (8)
აქტივობა 02

დაცული ტერიტორიები

​1 ნოემბერს, სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრები მნიშვნელოვან ინიციატივას შეუერთდნენ. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

​შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილდა მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე:

  • ​ეკოლოგიურად უსაფრთხო ტურიზმი: ახალგაზრდებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რეგიონის ტურისტული პოტენციალი ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივ ეკოსისტემებსა და ბუნებრივ რესურსებს.

  • ​მწვანე ინიციატივების გაზიარება: ეკოკლუბის წევრებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს იდეები, რომლებიც მიზნად ისახავს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

  • ​ახალგაზრდების როლი ბუნების დაცვაში: სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა, მხარი დაუჭირონ მოსწავლეთა იმ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგრადობასა და მწვანე მომავალს ემსახურება.

​ეკოკლუბ „დელტასთვის“ ამ შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადგილობრივი ტურიზმის განვითარება და ბუნების დაცვა ერთმანეთისგან განუყოფელი პროცესია.

აქტივობა 03

ხეების დარგვის კამპანია

გამწვანების კამპანია ეკოკლუბის პატარა რეინჯერებთან ერთად .

26 ოქტომბერს, სსიპ. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის #11 საჯარო სკოლის ,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტა“-ს წევრმა მოსწავლეებმა პირველკლასელებთან ერთად საბავშვო ბაღის ეზოში ხეების დარგვის კამპანია განახორციელეს.

აქტივობის მიზანი გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს ეკოკლუბის წევრებმა და პირველკლასელებმა, რომლებმაც ერთობლივი ძალებით დარგეს ნერგები და იზრუნეს გარემოს გამწვანებაზე.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებასა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

ეკოკლუბ „დელტა“-ს საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება გარემოსდაცვითი ინიციატივებითა და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებით.

პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისკენ!

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…