არა სიღარიბეს
ეკოკლუბ „დელტას“ საქველმოქმედო ინიციატივა: თბილი ქურთუკები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის
15 ნოემბერს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დელტას“ წევრი მოსწავლეები გორში მოქმედ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია „რჩეულს“ ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მაღაზიის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნეს ეკოკლუბის მიზნები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზეს.
კლუბის საქმიანობისა და ინიციატივის მხარდასაჭერად, მაღაზია „რჩეულმა“ მოსწავლეებს საქველმოქმედო მიზნით თბილი ქურთუკები გადასცა. შეგროვებულ ტანსაცმელს ეკოკლუბ „დელტას“ წევრები სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადასცემენ.
მოსწავლეები კვლავ გააგრძელებენ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას , რათა მათმა ნაბიჯებმა მცირედით მაინც შეამციროს ადამიანების გაჭირვება და სიღარიბე მოიგვარონ ის პრობლემები რომლებიც საკუთარი ძალებით შეუძლიათ. მოსწავლეები შეეცდებიან საკუთარ უბანში არც ერთი სოციალურად დაუცველი ბავშვი არ დარჩეს ზამთარში თბილი სამოსის გარეშე.