გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #11

ᲥᲐᲚᲐᲥ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ #11 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 5 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ადვოკატირების კამპანია

კამპანია სკოლის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით

სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრებმა, მშობლებთან ერთად, სკოლის მშენებლობის გაჭიანურებული პროცესის პრობლემის მოსაგვარებლად ადვოკატირების კამპანია წამოიწყეს.

ნიკო კეცხოველის ქუჩაზე მდებარე №11 საჯარო სკოლის შენობას დემონტაჟი შვიდი წლის წინ ჩაუტარდა. მას შემდეგ ახალი შენობის მშენებლობის პროცესი წლებია გრძელდება, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა და შენობის ძირითადი კონსტრუქციაც კი სრულად არ არის აშენებული.

არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე მათ მშობლებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებს ყოველდღიურად უწევთ ტრანსპორტით სხვა დასახლებაში მდებარე სკოლაში გადაადგილება, რაც დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამასთან, მათ არ აქვთ სრულყოფილი სასწავლო გარემო, ვერ სარგებლობენ სათანადო ლაბორატორიებით, არ აქვთ არაფორმალური განათლებისთვის საჭირო სივრცეები, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებას შეძლებდნენ. განსაკუთრებით პრობლემურია სწავლების მესამე ცვლაში ორგანიზება, რის გამოც მოსწავლეებს შინ დაბრუნება გვიან ღამით უწევთ.

პრობლემის აქტუალიზაციისა და შესაბამისი უწყებების ყურადღების მისაპყრობად ეკოკლუბ „დელტას“ წევრებმა მშობლებთან ერთად აქტიური კამპანია დაიწყეს. მათ მიმართეს ადგილობრივ და ცენტრალურ მედიასაშუალებებს, გაასაჯაროეს არსებული მდგომარეობა და მოითხოვეს შეხვედრა საქართველოს განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, 28 ოქტომბერს, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ განმარტეს მშენებლობის გაჭიანურების მიზეზები და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას მშენებლობის განახლებისა და დასრულების ვადებთან დაკავშირებით.

ეკოკლუბ „დელტას“ წევრებისთვის აღნიშნული კამპანია მნიშვნელოვანი სამოქალაქო გამოცდილებაა. მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი უფლებების დაცვას, პრობლემის იდენტიფიცირებას, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებასა და ცვლილებებისთვის ერთობლივ მოქმედებას.

დელტას წევრები კამპანიას აგრძელებენ. მოსწავლეების, მშობლებისა და მთავარი მოთხოვნა უცვლელია — №11 საჯარო სკოლის მშენებლობის დროულად განახლება და დასრულება, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, განათლება უსაფრთხო, თანამედროვე და სრულფასოვან სასწავლო გარემოში მიიღონ.

აქტივობა 02

მოხალისეობა

მოხალისეობა და გარემოზე ზრუნვა – „გორის დღეები 2026“

სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრმა მოსწავლეებმა ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებთან ერთად საქალაქო ღონისძიებაში – „გორის დღეები 2026“ – მოხალისე ორგანიზატორების სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების ტექნიკურ და საორგანიზაციო საქმიანობაში, ეხმარებოდნენ ორგანიზატორებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში და ზრუნავდნენ ღონისძიების მოწესრიგებულ გარემოში წარმართვაზე.

მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გამოხატვა, სისუფთავის დაცვა და საზოგადოებრივი სივრცის მოვლა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ყოველდღიური ჩვევა კი არა, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობაცაა.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებას. „დელტას“ წევრები პრაქტიკული საქმიანობით აჩვენებენ, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობას შეუძლია დადებითი ცვლილებების მოტანა როგორც საზოგადოებისთვის, ისე გარემოსთვის.

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 03

დაცული ტერიტორიები

​1 ნოემბერს, სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრები მნიშვნელოვან ინიციატივას შეუერთდნენ. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

​შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილდა მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე:

  • ​ეკოლოგიურად უსაფრთხო ტურიზმი: ახალგაზრდებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რეგიონის ტურისტული პოტენციალი ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივ ეკოსისტემებსა და ბუნებრივ რესურსებს.

  • ​მწვანე ინიციატივების გაზიარება: ეკოკლუბის წევრებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს იდეები, რომლებიც მიზნად ისახავს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

  • ​ახალგაზრდების როლი ბუნების დაცვაში: სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა, მხარი დაუჭირონ მოსწავლეთა იმ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგრადობასა და მწვანე მომავალს ემსახურება.

​ეკოკლუბ „დელტასთვის“ ამ შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადგილობრივი ტურიზმის განვითარება და ბუნების დაცვა ერთმანეთისგან განუყოფელი პროცესია.

აქტივობა 04

კულტურული მემკვიდრეობა

სსიპ. გორის #11 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დელტას“ წევრები, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, პატარა რეინჯერებთან ერთად გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. ამ მნიშვნელოვანმა და შემეცნებითმა ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდნენ საკუთარი მხარის მდიდარ ისტორიას, უძველეს ტრადიციებსა და წარსულის მატერიალურ ფასეულობებს. მსგავსი აქტივობები ახალგაზრდა თაობაში მნიშვნელოვნად ზრდის ეროვნულ თვითშეგნებას, ჰარმონიულად აკავშირებს გარემოსდაცვით ეკოლოგიურ ცნობიერებას კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასთან და აყალიბებს მათ პასუხისმგებლიან, აქტიურ მოქალაქეებად. ეკოკლუბის ეს ინიციატივა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდობამ წარმატებით შეითავსოს ბუნების დაცვისა და ისტორიული ღირებულებების შენარჩუნების საპატიო მისია, რაც მომავალში მყარ საფუძველს შეუქმნის როგორც სკოლას, ისე მთლიანად რეგიონს. ეს ერთობლივი ძალისხმევა ემსახურება მომავალი თაობების განათლებას, პატრიოტულ აღზრდასა და ცოდნის გაღრმავებას, რაც თითოეული მოსწავლისთვის უაღრესად ღირებულ, დასამახსოვრებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცევა.

მოსწავლეები გააგრძელებენ კამპანიას და პროექტის ფარგლებში ქალაქის ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შეისწავლიან მოინიშნავრნ რა პრობლემებია და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს წარუდგენენ.

აქტივობა 05

ხეების დარგვის კამპანია

გამწვანების კამპანია ეკოკლუბის პატარა რეინჯერებთან ერთად .

26 ოქტომბერს, სსიპ. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის #11 საჯარო სკოლის ,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტა“-ს წევრმა მოსწავლეებმა პირველკლასელებთან ერთად საბავშვო ბაღის ეზოში ხეების დარგვის კამპანია განახორციელეს.

აქტივობის მიზანი გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს ეკოკლუბის წევრებმა და პირველკლასელებმა, რომლებმაც ერთობლივი ძალებით დარგეს ნერგები და იზრუნეს გარემოს გამწვანებაზე.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებასა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

ეკოკლუბ „დელტა“-ს საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება გარემოსდაცვითი ინიციატივებითა და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებით.

პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისკენ!

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…