გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #10

ᲥᲐᲚᲐᲥ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ #11 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

შემცირებული უთანასწორობა — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობის მსოფლიო დღე

16 ნოემბერი ტოლერანტობის მსოფლიო დღეა

სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლაში, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრებმა ტოლერანტობის მსოფლიო დღე თემატური ღონისძიებით აღნიშნეს.

​ეკოკლუბელთა ინიციატივით, სკოლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის მხატვრული ფილმის -„საოცრება“ (Wonder) ჩვენება მოეწყო. ღონისძიების მთავარ მიზანს მოსწავლეებში თანაგრძნობის, ურთიერთპატივისცემის, ბულინგის პრევენციისა და განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურის გაძლიერება წარმოადგენდა.

​კინოჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია. მოსწავლეებმა იმსჯელეს ფილმის მთავარ გზავნილებზე, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს სასკოლო სივრცეში უსაფრთხო, თანასწორი და მეგობრული გარემოს შექმნის მნიშვნელობას.

მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლაში ჯანსაღი, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული გარემოს ჩამოყალიბებას. ეკოკლუბი „დელტა“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობების განხორციელებას

ყველა ფოტო (9)
აქტივობა 02

აფრიკული ნიღბები

13 ნოემბერს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დელტასა“ და გორის #8 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც აფრიკული ნიღბებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენას დაესწრნენ.

​წარმოდგენილი კოლექცია ქართველი დიპლომატის მიერ აფრიკაში ყოფნის პერიოდში, წლების განმავლობაშია შეგროვებული. თითოეული ექსპონატის მიღმა უმდიდრესი ისტორია და კულტურა დგას, რომელსაც კოლექციონერი წლების მანძილზე საფუძვლიანად სწავლობდა.

​ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ისტორიკოს თამილა კოშორიძის საუბარი. მან ახალგაზრდებთან ერთად განიხილა კულტურული მრავალფეროვნებისა და ადამიანების განსხვავებულობის მნიშვნელობა, ხაზი გაუსვა რა ტოლერანტობისა და სხვათა ტრადიციების პატივისცემის როლს.

​მსგავსი შემეცნებითი შეხვედრები ახალგაზრდებში გლობალური აზროვნებისა და ემპათიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც ეკოკლუბელებისთვის ბუნებრივი გარემოს დაცვასთან ერთად მდგრადი განვითარებისა და ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობის განუყოფელი ნაწილია.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…