ჩააცვი ხეებს
15 ნოემბერს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „დელტა“, სსიპ ქალაქ გორის №8 საჯარო სკოლის ეკოკლუბთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ორგანიზაციის მასშტაბურ საქველმოქმედო კამპანიას -„ჩააცვი ხეებს“ შეუერთდა.
აქტივობის მიზანი ზამთრის ცივ დღეებში მზრუნველობას მოკლებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება იყო. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებმა წინასწარ დაიწყეს აქტიური მზადება. კამპანიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და მეტი მოქალაქის ჩართვის მიზნით, ეკოკლუბის წევრებმა სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელი საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს ,ისინი რეგულარულად ავრცელებდნენ მოწოდებებს, ვიდეომიმართვებსა და დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო თითოეულ მსურველს აქციაში მონაწილეობის მიღება და თბილი ტანსაცმლის შეგროვება.
შეგროვებული თბილი სამოსი ახალგაზრდებმა თეატრის სკვერში მიიტანეს და ხეებზე ე ისე განათავსეს, რომ ის იმ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სკოლებსა და თემს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, ამაღლებს ახალგაზრდებში სოციალურ პასუხისმგებლობას და აყალიბებს მოხალისეობრივ კულტურას. ეკოკლუბ „დელტასა“ და №8 სკოლის ეკოკლუბის წევრები მომავალშიც გეგმავენ მსგავსი საქველმოქმედო და საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობების განხორციელებას.