გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #7

ᲡᲡᲘᲞ ᲕᲐᲟᲐ-ᲤᲨᲕᲔᲚᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲒᲝᲠᲘᲡ N 9 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ჟინვალის წყალსაცავი

     2026   წლის  27  სექტემბერს,   სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N 9 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,მეტამორფოზას“  ინიციატივით და  გორისა და გორის რაიონის სკოლების ეკოკლუბებთან თანამშრომლობით, განხორციელდა პროექტი : ,,სუფთა წყალი და სანიტარია". პროექტი მიმდინარეობს 2026 წლის ივნისიდან.

 პროექტის ფარგლებში გორისა და გორის რაიონის ეკოკლუბელები გაემგზავრნენ ანანურის, ბაზალეთის ტბის და ჟინვალის წყალსაცავის დასათვალიერებლად. აღსანიშნავია, რომ ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის (ჟინვალჰესის) და წყალსაცავის მშენებლობის პროექტის მთავარი ინჟინერი და ავტორი იყო შალვა ებრალიძე (ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ მთავარი ინჟინერი).

ჟინვალის ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1970-იან წლებში და ექსპლუატაციაში შევიდა 1985 წელს. იგი უზრუნველყოფს თბილისის წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიის გამომუშავებას. დღეისათვის ჟინვალჰესი შედის კომპანია „ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერის“ (GWP) შემადგენლობაში, ხოლო ობიექტის მიმდინარე ტექნიკურ ექსპლუატაციასა და მართვას უძღვება GWP-ის ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და დეპარტამენტის ინჟინერთა გუნდი.

დავათვალიერეთ ჟინვალის კაშხალი და ჰიდროტექნიკური ნაგებობები

ჟინვალის კაშხალი: 102 მეტრი სიმაღლის მიწა-ყორული კაშხალი, რომელიც მდინარე არაგვს გადაჰყურებს.

უსაფრთხოების მიზნით ვერ ვნახეთ მიწისქვეშა ჰესი: ჰესის შენობა მიწის ქვეშ არის განთავსებული, ხოლო მისი წყალმიმღები და ტექნიკური ნაგებობები კაშხლის მიმდებარედ ჩანს.

ვნახეთ ჟინვალის წყალსაცავის ულამაზესი პანორამული გადასახედები

ჟინვალის წყალსაცავის პანორამა: სამხედრო გზის გასწვრივ განთავსებული სპეციალური გადასახედი მოედნებიდან იშლება ფირუზისფერი წყალსაცავისა და კავკასიონის მთების ხედები.

ულამაზესი ანანურის ციხე-სიმაგრის კომპლექსი

ანანურის ციხე: წყალსაცავის ნაპირზე მდებარე XVI-XVII საუკუნეების ციხესიმაგრე და ტაძრები (ღვთისმშობლისა და მკურნალის ეკლესიები, კოშკები), საიდანაც წყალსაცავის ხედები იშლება.

ჟინვალის წყალში დატბორილია XII საუკუნის ჯვარპატიოსნის ტაძარი

ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია: XII საუკუნის ისტორიული ტაძარი, რომელიც წყალსაცავის ფსკერზეა მოქცეული. გაზაფხულზე, როდესაც წყალსაცავში წყლის დონე იკლებს, ტაძარი წყლის ზედაპირზე ამოდის და მისი ნახვა შესაძლებელია.

მოსწავლეებმა გაისეირნეს წყალსაცავზე კაიაკებით

იტვირთება…