გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲕᲐᲟᲐ-ᲤᲨᲕᲔᲚᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲒᲝᲠᲘᲡ N 9 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

,,სასმელი წყალი ჩენს რეგიონში"

   2026  წლის 12 ოქტომბერს      სსიპ ვაჟა -ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N 9  საჯარო სკოლის ეკო-კლუბის „მეტამორფოზას“ წევრებმა  ანა რჩეულიშვილმა და ელენე მგალობლიშვილმა პრეზენტაცია  თემაზე : ,, სასმელი წყალი ჩვენს რეგიონში“. მათ აღნიშნეს, რომ, დაბინძურებული წყალი ძალიან საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. თუ ადამიანი სვამს ან იყენებს დაბინძურებულ  წყალს, შეიძლება სხვადასხვა დაავადება დაემართოს. ასეთ წყალში ხშირად არის ბაქტერიები, ვირუსები და მავნე ნივთიერებები, რომლებიც იწვევს კუჭის ტკივილს მოწამვლას და ინფექციებს. დაბინძურებული წყალი განსაკუთრებულად საშიშია ბავშვებისთვის რადგან მათი ორგანიზმი უფრო სუსტია. ასევე წყლის დაბინძურება აზიანებს ბუნებას. გორში სასმელი წყალი დიდი  ლიახვის ხეობის მიწისქვეშა წყლებიდან და ჭაბურღილებიდან მოედინება. წყალი ბუნებრივად იფილტრება , ამიტომ სუფთა და ხარისხიანია. შემდეგ კი რეზერვუარების და სატუმბო სადგურების დახმარებით ქალაქის მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება. წყალი უსაფრთხოებას სტანდარტების მიხედვით მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში ქლორდება, რათა ადამიანებისთვის უსაფრთხო იყოს. გორის წყალმომარაგების სისტემას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მართავს და აკონტროლებს. მოსწავლეებმა ისაუბრეს მოსახლეობაში სასმელი წყლის მიწოდების სხვადასხვა შემთხვევებზე, აღინიშნა, რომ ამჟამად წყლის მომარაგენის სისტემაში მიმდინარეობს სარემონრო სამუშაოები და რამოდენიმე თვეში წყლის მომარაგების გაუმჯობესებულ სისტემა მოგვემსახურება. მოსწავლეებმა უპასუხეს მსმენელების მიერ დასმულ შეკითხვებს.

იტვირთება…