გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #3

ᲡᲡᲘᲞ ᲕᲐᲟᲐ-ᲤᲨᲕᲔᲚᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲒᲝᲠᲘᲡ N 9 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ბუკლეტების გავრცელება სკოლაში

2026 წლის  15-20 სექტემბერს  საბაზო საფეხურის ეკოკლუბელებმა    დაამზადეს ბუკლეტები თემაზე :,, სუფთა წყალი და სანიტარია“ , რომელიც  გაავრცელეს  გორის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებში. ბუკლეტების დამზადებისას მოსწავლეებმა გამოიყენეს  პროექტზე ,,სუფთა წყალი და სანიტარია“ მუშაობის დროს დამუშავებული  ინფორმაცია და გადაღებული სურათები.  სურათებთან ერთად მოათავსეს შესაბამისი ინფორმაციები, სადაც მკითხველს მოუთხრობდნენ  მთლიანად საქართველოში და განსაკუთრებით გორის რეგიონში  სასმელი წყლის მდგომარეობასა და ვარგისიანობის შესახებ.  მის  აუცილებლობაზე  არამარტო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის, არამედ დედამიწაზე გავრცელებული ცოცხალი არსებებისთვის .  ბუკლეტების საშუალებით მოუწოდებდნენ მკითხველებს ბუნების დაცვისა და გაფრთხილებისკენ. ასევე გადმოსცემდნენ საკუთარი კვლების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიკროსკოპული დაკვირვების შედეგად გაანალიზეს;  ამავე დროს  მოუწოდებდნენ : გაუფრთხილდნენ ბუნების უნიკალურ საჩუქარს-სუფთა წყალს  რომლის დაცვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია.

იტვირთება…