პრეზენტაცია-ციტრუსების სამყარო
საქართველო მოქცეულია ზომიერ და სუბ ტროპიკულ სარტყელში, რაც იძლევა იმის საშუალებას რომ , დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რეგიონში ხარობს სუბ ტროპიკული კულტურები. როგორებიცაა: მანდარინი, ფორთოხალი, ვაშინგტონი, გრეიფრუტი , ლიმონი. რომლებიც გამოირჩევა თავისი არომატით, სამკურნალო თვისებებით.მისგან მზადდება სასიამოვნო წვენები, მურაბები, ჯემები, შედის რამოდენიმე სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში. მისი მოსავლის აღება გვიან შემოდგომით ხდება. კლუბის უმცროსი წევრი ინა ღონღაძე ხშირადაა დეიდასთან სტუმრად აჭარაში და ესწრება ციტრუსის დაკრეფის პროცესს. გუნდის სხვა წევრებისათვის უცხოა ეს პროცესი .სწორედ ამან განაპირობა სურვილი პრეზენტაციის გაკეთებისა. 2026 წლის 23 ოქტომბერს,მან გუნდს წარუდგინა პრეზენტაცია. გააცნო ციტრუსების სახეობები და მათი თვისებები. ისინი თბილი კლიმატის პირობებში ხარობს, cვიტამინის დიდი შემცველობით გამოირჩევა და ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას. გაიმართა კითხვა-პასუხი და მოსწავლეებმა ბევრი რამ გაიგეს ამ სასიამოვნო და სასარგებლო ხილის შესახებ.