გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #3

ᲡᲡᲘᲞ. ᲮᲐᲠᲐᲒᲐᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲕᲐᲠᲫᲘᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სტუმრად სასოფლო ამბულატორიაში

ბავშვთა უმრავლესობისათვის საყვარელი და სასიამოვნო საქმეა ექიმობა. ჯანდაცვის განვითარებასთან ერთად სოფლის ამბულატორიაც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. აღნიშნულსი თვითონ დარწმუნდენენ კლუბის წევრები 2026 წლის, 23 სექტემბერს ამბულატორიაში ვიზიტის დროს. ადგილზე გაეცვნენ თანამედროვე აპარატურებს. ამბულატორიის გამგის ხელმძღვანელობით გაეცვნენ სხვა და სხვა საკვლევი აპარატის მნიშვნელობას და დანიშნულებას. გამგემ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კლუბის წევრებს ჩაუტარა გამოკვლევები: წნევა,გულისცემა, ჟანგბადის განსაზღვრა. აჩვენა გულწასულისა და გულყრის შემთხვევაში პირველი დახმარების გზები. აჩვენა სამედიცინო იარაღების სტერილიზაციის თანამედროვე აპარატი. სუნთქვის თანამედროვე აპარატი , სასწორი ჩვილი,ერთ წლამდე ბავშვებისა და ერთი წლის ზემოთ ბავშვების ასაწონი. ამის შემდეგ ბავშვები თვითონ ჩაერთვნენ კვლევებში ერთმანეთს ჩაუტარეს კვლევები. რამაც ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი მიღებულ პრაქტიკას გამოიყენებენ სახლში ოჯახის წევრებთან. თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებს.

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…