ზამთრისათვის მზადება
ზამთარი თანდათან გვიახლოვდება. ყველა ემზადება ზამთრისათვის . ვარძიის საჯარო სკოლის ეკო კლუბ მწვანეებიც ემზადებიან შეძლებისდაგვარად. სოფელში უკვე საკმაოდ აცივდა, ღუმელის გარეშე უკვე აღარ შეიძლება. მათ 2026 წლის , 20 ოქტომბერს, სკოლის ეზოში მოტანილი შეშა ნაჯახით დააპეს, დაჩეხეს, შემდეგ ერთად დაირაზმნენ და კლას- კაბინეტები მოამარაგეს. გარდა ამისა სკოლაში მოტანილია საწვავ მასალად ბრეკეტები, რომლებიც დამზადილია ხის ნარჩენი , ნახერხისაგან . შეფუთულია პოლიეთილენის პარკებში და საუკეთესო სათბობ მასალას წარმოადგენს. კლუბის წევრებმა ბრეკეტებითაც მოამარაგეს კლას-კაბინეტები. შემდეგ ადმინისტრაციისაგან შეძენილი იყო ღუმელი, ეს ღუმელი კლუბის წევრებმა მიიტანეს დანიშნულების ადგილზე, გაუკეთეს მილები და გამართეს ცეცხლის დასანთებლად. წევრებმა ერთმანეთს შეადარეს შეშა და ბრეკეტები და აღნიშნეს , რომ, ბრეკეტებით გათბობა უფრო საუკეთესო ვარიანტია, რადგან იგი ნამცვენი მასალისაგანაა დამზადილი . ზოგავს და გადაარჩენს რამდენიმე ხის სიცოცხლეს. კარგი იქნება თუ ბრეკეტები ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოვა. იგი ასობით და მეტი ხის გადარჩენას ნიშნავს.