გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ. ᲮᲐᲠᲐᲒᲐᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲕᲐᲠᲫᲘᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

პატარები გაახარეს.

2026 წლის, 17 სექტემბერს, ვარძიის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ მწვანეებმა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვიტეს , პატარებისათვის თავიანთი ფანტაზიით და გამოცდილებით, სპორტის გაკვეთილისათვის შეეკერათ კუბიკების მოსათავსებელი,ჩასაყრელი პატარა ტომრები. ამისათვი,ს მათ სახლიდან მოიტანეს სხვა და სხვა ფერადი ქსოვილი. ამ ქსოვილებიდან შეარჩიეს უფრო გამძლე , ბარხატის ქსოვილი. იგი დაჭრეს სასურველ ზომაზე და სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსებულ საკერავ მანქანებზე, რომელზეც თვითონ სწავლობენ კერვას, შეკერეს პატარა ტომრები. აღნიშნული ტომრები წევრებმა საჩუქრად მიუტანეს სპორტის გაკვეთილზე პირველ კლასელებს. სპორტის მასწავლებელმა აღნიშნული ტომრები გამოიყენა სპორტული თამაშების დროს. ტომრები მოსახერხებელი აღმოჩნდა პატარებისათვის სპორტული თამაშის დროს. ტომრები გამოყენებადი იქნება სპორტის გაკვეთილებზე და შეჯიბრებებზე არამარტო პირველი კლასისათვის არამედ პირველი საფეხურის მოსწავლეებისათვის. ამ აქტივობით კლუბის წევრებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინეს , გასანადგურებელი ქსოვილები გამოიყენეს და პატარებიც გაახარეს.

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…