ენგურჰესი და საქართველოს ენერგეტიკა მოსწავლეების მიერ შექმნილ რუკაზე
2026 წლის 11 ნოემბერს სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ახალი სხივის“ ინიციატივით განხორციელდა პროექტი „ენგურჰესი — საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია“. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ ენგურჰესის როლს საქართველოს ელექტროენერგიის წარმოებაში და უკეთ გაეგოთ, სად და როგორ გამომუშავდება ელექტროენერგია ქვეყანაში.
გეოგრაფიისა და ფიზიკის ინტეგრირებით მოსწავლეებმა შექმნეს საქართველოს ელექტრიფიცირებული სასწავლო რუკა (მსგავსი რუკებს ხშირად ქმნიან ეკოკლუბელები). გეოგრაფიის ცოდნა მათ ელექტროსადგურების მდებარეობის ასახვაში დაეხმარა, ფიზიკის ცოდნა კი — იმის ახსნაში, თუ როგორ გარდაიქმნება სხვადასხვა სახის ენერგია ელექტროენერგიად. რუკა წარადგინეს XI კლასის მოსწავლეებმა მარიამ ჭუმპურიძემ და ანასტასია კოკაიამ.
რუკა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თამაშით მოძებნონ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები, გაეცნონ ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიულ წყაროებს და შეადარონ მათი გამოყენების შესაძლებლობები.
პროექტის მთავარი შედეგია მოსწავლეების მიერ შექმნილი რუკა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გეოგრაფიისა და ფიზიკის გაკვეთილებზე, ეკოკლუბის შეხვედრებსა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ შემეცნებით თამაშებში.