🌍🌿 ქუთაისის №32 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ახალი სხივი'' საერთაშორისო ეკოფორუმზე
2026 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა საერთაშორისო ეკოფორუმი „ეკოგანათლება და მდგრადი მომავალი“, რომლის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი იყო სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლა.
ფორუმში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის ეკოკლუბ „ახალი სხივის“ წევრები — ბარბარე დათიაშვილი და ანასტასია ფიფია, პედაგოგ ელისო მაწკეპლაძის ხელმძღვანელობით.
🎤💚 მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია „მწვანე სკოლა — მწვანე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ეკოკლუბის საქმიანობა, გარემოსდაცვითი პროექტები, განხორციელებული ინიციატივები და მიღწეული შედეგები.
🌎 პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა:
🌱 პროექტზე „მწვანე სკოლა — მწვანე თემი“, რომელმაც 73 მონაწილე გააერთიანა და ხელი შეუწყო გარემოსდაცვით საკითხებზე სკოლისა და თემის თანამშრომლობას;
🌳 გამწვანების ინიციატივებსა და პარტნიორ გელათის საჯარო სკოლაში 21 ნერგის დარგვის ღონისძიებას;
♻️ ნარჩენების შემცირების, გარემოს დაბინძურების პრევენციისა და პასუხისმგებლიანი ქცევის მნიშვნელობას;
🌍 კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას;
🤝 მოსწავლეთა ინიციატივების, გუნდური მუშაობისა და აქტიური მოქალაქეობის განვითარებას.
✨ „გარემოს დაცვა იწყება პრობლემის შემჩნევით, გრძელდება მოქმედებით და მტკიცდება პასუხისმგებლობით!“
🌿 ეკოკლუბ „ახალი სხივის“ საქმიანობა ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს — მოსწავლეები არა მხოლოდ იღებენ ცოდნას გარემოსდაცვით საკითხებზე, არამედ თავად გეგმავენ და ახორციელებენ სასარგებლო ინიციატივებს.
🎓 ფორუმში მონაწილეობა ჩვენი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილება იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ საკუთარი საქმიანობის შედეგები, გაცნობოდნენ სხვა ეკოკლუბების გამოცდილებას და განევითარებინათ საჯარო გამოსვლის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.
🤝 საერთაშორისო ეკოფორუმი გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, ქუთაისის №2, №13 და №32 საჯარო სკოლების ორგანიზებით.
💚 ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.
🌊 ფორუმის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია „ეკოგანათლება მდგრადი მომავლისთვის: იდეებიდან მოქმედებამდე“ და გამოფენა-კონკურსი „შავი ზღვის ლურჯი მომავალი“.