გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #2

ᲡᲡᲘᲞ ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲓᲔᲙᲐᲜᲝᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ #32 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა შიმშილს — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

როცა შიმშილი განწყობაზე მოქმედებს — როგორ დავგეგმოთ კვება?“- საინფორმაციო შეხვედრა

2026 წლის 12 ნოემბერს სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ახალი სხივის“ ინიციატივით გაიმართა შემეცნებითი შეხვედრა თემაზე „როცა შიმშილი განწყობაზე მოქმედებს“. შეხვედრისთვის პრეზენტაცია მოამზადა ბარბარე რევიშვილმა.

პრეზენტაცია ყოველდღიური გამოცდილებიდან წამოსული კითხვით დაიწყო — როცა გვშია, რატომ ვართ გაღიზიანებულები?

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, როგორ შეიძლება აისახოს შიმშილი თვითშეგრძნებაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე, ემოციების მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე.

პრეზენტაციაში განხილული იყო ყოველდღიური ჩვევებიც, რომლებიც საკუთარ თვითშეგრძნებაზე ზრუნვაში გვეხმარება — კვების წინასწარ დაგეგმვა, მრავალფეროვანი საკვების შერჩევა, წყლის რეგულარულად მიღება და დაკვირვება იმაზე, როდის გვშია და როგორ იცვლება ამ დროს ჩვენი განწყობა.

შეხვედრის დროს სპიკერმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ დავგეგმოთ კვება, რომ დღის განმავლობაში ენერგია შევინარჩუნოთ და შიმშილით გამოწვეული გაღიზიანება შევამციროთ. პრეზენტაციაში საუბარი შეეხო სისხლში შაქრის დონის ცვლილებებსა და მათ კავშირს თვითშეგრძნებასთან. ყურადღება გამახვილდა კვების რეგულარულობაზე, ძირითადი კვების წინასწარ დაგეგმვაზე, საჭიროების შემთხვევაში წახემსებაზე, მრავალფეროვანი საკვების შერჩევასა და წყლის რეგულარულად მიღებაზე.

იტვირთება…