📚 „როგორ დავწეროთ პროექტი?“ — იდეიდან რეალურ ცვლილებამდე
2026 წლის 19 ნოემბერს სსიპ ავთანდილ დეკანოძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #32 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ ,,ახალი სხივის'' ინიციატივით გამართა X კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და პრაქტიკული შეხვედრა თემაზე — „როგორ დავწეროთ პროექტი?“
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში პროექტული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიცირების, მიზნებისა და ამოცანების სწორად განსაზღვრის, საქმიანობის დაგეგმვისა და შედეგების შეფასების უნარების განვითარება.
შეხვედრის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა არის პროექტი, რით განსხვავდება იგი ერთჯერადი აქტივობისგან და რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტის დაგეგმვის დაწყება კონკრეტული პრობლემის გამოვლენით.
მოსწავლეებმა განიხილეს სასკოლო და საზოგადოებრივ გარემოში არსებული გამოწვევები, იმსჯელეს მათი გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო შედეგების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობლემის აქტუალობის დასაბუთებას, სამიზნე ჯგუფის განსაზღვრასა და საჭიროებების გამოვლენას.
მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ ჩამოაყალიბონ პროექტის მთავარი მიზანი და მის მისაღწევად საჭირო კონკრეტული ამოცანები.
შეხვედრის მომდევნო ეტაპზე ყურადღება გამახვილდა პროექტის განხორციელების გეგმის შედგენაზე.
მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ განისაზღვრება აქტივობების თანმიმდევრობა, განხორციელების ვადები, საჭირო რესურსები და პასუხისმგებელი პირები.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროექტის მონიტორინგისა და შეფასების საკითხებს.
მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ არის აუცილებელი პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება, როგორ უნდა გამოვლინდეს დაგეგმილი საქმიანობიდან გადახრა და რა შემთხვევაში ხდება პროექტის გეგმის მოდიფიცირება.
განიხილეს მონიტორინგის შესაძლო ინსტრუმენტები: დაკვირვება, კითხვარი, შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა, ფოტომასალა და მონაწილეთა უკუკავშირი.
ხაზი გაესვა იმას, რომ პროექტის წარმატება მხოლოდ აქტივობების ჩატარებით არ განისაზღვრება — მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგების შეფასება და განხორციელებული ცვლილებების დასაბუთება.
შეხვედრის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და შეიმუშავეს საკუთარი პროექტები.
მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტები წარმოადგენს შეხვედრის მნიშვნელოვან პრაქტიკულ პროდუქტს და შეიძლება საფუძვლად დაედოს მომავალ სასკოლო თუ საზოგადოებრივ ინიციატივებს.
✨ შეხვედრის მთავარი გზავნილი: „დაინახე პრობლემა, დასახე მიზანი, დაგეგმე მოქმედება და შექმენი ცვლილება!“