გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #16

ᲡᲡᲘᲞ ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲓᲔᲙᲐᲜᲝᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ #32 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

,,ზეზვასა და მზიას მოგზაურობა დროის მატარებლით“ — მოგზაურობა ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის ისტორიაში

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ახალი სხივის“ ინიციატივით გაიმართა შემეცნებითი პროექტის — „ზეზვასა და მზიას მოგზაურობა დროის მატარებლით“ — პრეზენტაცია. პროექტი მოსწავლეებს ნია უგლავამ წარუდგინა.

🚂 პროექტის სიუჟეტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ადამიანების, ზეზვასა და მზიას, მხატვრული პერსონაჟები დროის მატარებლით სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მოგზაურობენ, რათა საცხოვრებლად ყველაზე სამართლიანი და უფლებების დაცვის თვალსაზრისით ხელსაყრელი გარემო შეარჩიონ.

🌍 მატარებელმა ოთხი ისტორიული გაჩერება გაიარა: ძველი ათენი (ძვ. წ. VII–V სს.), ძველი რომი (ძვ. წ. I ს.), XIII საუკუნის ინგლისი და 2022 წლის საქართველო.

⚖️ პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ეპოქაში მოქმედი კანონები, მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობები, ადამიანთა უფლებები და სოციალური უთანასწორობის გამოვლინებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალების, უცხოელებისა და არამოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას.

🎯 აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ისტორიული მოვლენების გააზრების, კრიტიკული აზროვნების, შედარებითი ანალიზისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის ხელშეწყობა.

✅ შედეგი: პრეზენტაციამ შექმნა შესაძლებლობა, მოსწავლეებს ისტორიულ მაგალითებზე ემსჯელათ ადამიანის უფლებების განვითარების შესახებ, შეედარებინათ წარსული და თანამედროვე სამართლებრივი გარემო და გაეაზრებინათ თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის მნიშვნელობა.

🌱 აქტივობა ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს (SDG 16) და ხელს უწყობს პასუხისმგებლობიანი, ინფორმირებული და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.

იტვირთება…