გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲓᲔᲙᲐᲜᲝᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ #32 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

💧 „წვიმის წვეთის მოგზაურობა“ — შემეცნებითი და ინტერაქციული შეხვედრა 🌍

🌿 სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #32 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ ,ახალი სხივის'' ინიციატივით მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შემეცნებითი და ინტერაქციული შეხვედრა თემაზე „წვიმის წვეთის მოგზაურობა“. შეხვედრის სპიკერი იყო ელენე მეხრიშვილი.

🎯 აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში წყლის წრებრუნვის შესახებ ცოდნის გაღრმავება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

💧 თვალსაჩინო პრეზენტაციის დახმარებით მოსწავლეებმა წარმოსახვით იმოგზაურეს წვიმის წვეთთან ერთად და გაეცნენ წყლის წრებრუნვის ძირითად ეტაპებს: აორთქლებას, კონდენსაციას, ნალექების წარმოქმნასა და წყლის ბუნებაში დაბრუნებას.

🌧️ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები აკვირდებოდნენ ილუსტრაციებს, პასუხობდნენ შეკითხვებს და მსჯელობდნენ, როგორ წარმოიქმნება ღრუბლები, რატომ მოდის წვიმა, რა მნიშვნელობა აქვს წყალს ცოცხალი ორგანიზმებისთვის და რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა წყლის რესურსებზე.

🌱 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყლის დაზოგვის, დაბინძურების თავიდან აცილებისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების საკითხებს.

✅ შედეგი: აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო ცოდნის გაღრმავებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების გააზრებას, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.

აქტივობა 02

დაზოგვის მსოფლიო დღე — ფინანსური განათლება მდგრადი მომავლისთვის!

📅 3 ნოემბერს, სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში, ეკოკლუბ „ახალი სხივის“ ინიციატივით, გაიმართა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო შეხვედრა.

🌟 შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება, დაზოგვის კულტურის პოპულარიზაცია და რესურსების გონივრული გამოყენების მნიშვნელობის გააზრება.

🎤 შეხვედრაზე მე-8 კლასის მოსწავლემ, ხატია სახამბერიძემ, წარმოადგინა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია, რომლის მომზადებისას გამოყენებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის — „ფინედუს“ საგანმანათლებლო მასალები.

💡 პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

✅ დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია და მნიშვნელობა;

✅ დაზოგვის აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში;

✅ საჭიროებებსა და სურვილებს შორის განსხვავება;

✅ პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური მიზნების განსაზღვრა;

✅ პასუხისმგებლიანი მოხმარება და რესურსების გონივრული გამოყენება.

🎯 შეხვედრას განსაკუთრებული ინტერესი შესძინა ინტერაქტიულმა აქტივობებმა და პრაქტიკულმა მაგალითებმა, რომლებმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, ემსჯელათ ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და დაფიქრებულიყვნენ დაზოგვის მნიშვნელობაზე.

აქტივობა 03

🌍🌿 ქუთაისის №32 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ახალი სხივი'' საერთაშორისო ეკოფორუმზე

2026 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა საერთაშორისო ეკოფორუმი „ეკოგანათლება და მდგრადი მომავალი“, რომლის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი იყო სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლა.

ფორუმში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის ეკოკლუბ „ახალი სხივის“ წევრები — ბარბარე დათიაშვილი და ანასტასია ფიფია, პედაგოგ ელისო მაწკეპლაძის ხელმძღვანელობით.

🎤💚 მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია „მწვანე სკოლა — მწვანე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ეკოკლუბის საქმიანობა, გარემოსდაცვითი პროექტები, განხორციელებული ინიციატივები და მიღწეული შედეგები.

🌎 პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა:

🌱 პროექტზე „მწვანე სკოლა — მწვანე თემი“, რომელმაც 73 მონაწილე გააერთიანა და ხელი შეუწყო გარემოსდაცვით საკითხებზე სკოლისა და თემის თანამშრომლობას;

🌳 გამწვანების ინიციატივებსა და პარტნიორ გელათის საჯარო სკოლაში 21 ნერგის დარგვის ღონისძიებას;

♻️ ნარჩენების შემცირების, გარემოს დაბინძურების პრევენციისა და პასუხისმგებლიანი ქცევის მნიშვნელობას;

🌍 კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას;

🤝 მოსწავლეთა ინიციატივების, გუნდური მუშაობისა და აქტიური მოქალაქეობის განვითარებას.

✨ „გარემოს დაცვა იწყება პრობლემის შემჩნევით, გრძელდება მოქმედებით და მტკიცდება პასუხისმგებლობით!“

🌿 ეკოკლუბ „ახალი სხივის“ საქმიანობა ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს — მოსწავლეები არა მხოლოდ იღებენ ცოდნას გარემოსდაცვით საკითხებზე, არამედ თავად გეგმავენ და ახორციელებენ სასარგებლო ინიციატივებს.

🎓 ფორუმში მონაწილეობა ჩვენი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილება იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ საკუთარი საქმიანობის შედეგები, გაცნობოდნენ სხვა ეკოკლუბების გამოცდილებას და განევითარებინათ საჯარო გამოსვლის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.

🤝 საერთაშორისო ეკოფორუმი გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, ქუთაისის №2, №13 და №32 საჯარო სკოლების ორგანიზებით.

💚 ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.

🌊 ფორუმის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია „ეკოგანათლება მდგრადი მომავლისთვის: იდეებიდან მოქმედებამდე“ და გამოფენა-კონკურსი „შავი ზღვის ლურჯი მომავალი“.

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…