გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲝᲑᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲮᲘᲑᲣᲚᲘᲡ N2 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ნიკო კეცხოველის პრემია 2027

24 ნოემბერს, ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ნიკო კეცხოველის პრემია 2027 პრეზენტაცია. მასწავლებელმა ელენე თოდუამ მოსწავლეებს გააცნო კონკურსის პირობები, მდგრადი განვითარების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. მან ხაზგასმით აღნიშნა მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობის დაცვის აუცილებლობა ნერგების მოსაპოვებლად.

გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7,მე-8,მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, რომელთა მხრიდანაც იქნა დასმული კითხვები ,,ნერგების" დაგროვების სპეციფიკაზე. იქვე ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი და ადგილზევე შეიქმნა ეკოგუნდი სახელწოდებით ,,გეა".

მათ გამოთქვეს იდეები, თუ რა სახის აქტივობების ჩატარებას შეძლებდნენ და რისთვის, რა შეიცვლებოდა ბიოგეოცენოზში,სკოლასა და თემში. რამაც გამოკვეთა მონაწილეთა საზრიანობა, მიზნისკენ სწრაფვა, მონდომება და მზაობა აქტივობების დაგეგმვა-შესასრულებლად.

იტვირთება…