სუფთა წყალი და სანიტარია
სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანს „სუფთა წყალი და სანიტარია“. პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აღნიშნული მიზნის არსის გაცნობა და იმ გლობალური გამოწვევების გააზრება, რომლებიც სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და სანიტარიულ პირობებს უკავშირდება. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო უსაფრთხო სასმელი წყლის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხისთვის, წყლის რესურსების დაბინძურების გამომწვევი მიზეზები, სანიტარიისა და პირადი ჰიგიენის აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმასაც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს უსაფრთხო სასმელ წყალზე და სათანადო სანიტარიულ პირობებზე წვდომა. მოსწავლეები გაეცნენ მე-6 მიზნის ძირითად ამოცანებს, წყლის რესურსების მდგრადი მართვის მნიშვნელობასა და მათი დაცვის გზებს. პრეზენტაციამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და იმის გააზრებას, რომ სუფთა წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.