გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #5

ᲡᲡᲘᲞ Ქ.ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ N8 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გენდერული თანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

პრეზენტაცია, გენდერული თანასწორობა

ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო პრეზენტაცია თემაზე „გენდერული თანასწორობა“, რომლის მიზანი მოსწავლეებში თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის მნიშვნელობის გააზრება იყო.

პრეზენტაციის დროს განვიხილეთ, რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, ჰქონდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები განათლების, პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ყურადღება გავამახვილეთ არსებულ სტერეოტიპებზე, დისკრიმინაციის ფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელეთ იმაზეც, თუ როგორ შეგვიძლია თანასწორობის პრინციპების დაცვა ყოველდღიურ ურთიერთობებში, სკოლასა და საზოგადოებაში. აღვნიშნეთ, რომ თითოეული ადამიანის შესაძლებლობები და წარმატება არ უნდა განისაზღვრებოდეს გენდერული სტერეოტიპებით.

აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ისეთი გარემოს მნიშვნელობის წარმოჩენა, სადაც ყველა ადამიანს თანაბრად ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

გვჯერა, რომ თანასწორი საზოგადოება იწყება განათლებით, ცნობიერებითა და თითოეული ადამიანის პატივისცემით.

იტვირთება…