გავიცნოთ ეკოსისტემა
29 ოქტომბერს ჩვენი ეკოკლუბის ინიციატივით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობა, რომლის მთავარი თემა ეკოსისტემა და მისი მნიშვნელობა იყო. აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ნახატების საშუალებით წარმოადგინეს მათ მიერ აღქმული ეკოსისტემა, მისი შემადგენელი ნაწილები და ბუნებაში არსებული მრავალფეროვნება. მათ იმუშავეს სხვადასხვა ბუნებრივი გარემოს გამოსახვაზე, ყურადღება გაამახვილეს მცენარეებზე, ცხოველებზე, წყალსა და სხვა მნიშვნელოვან ბუნებრივ ელემენტებზე. აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეებს გავაცანით ეკოსისტემის არსი, მისი ძირითადი კომპონენტები და ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებული ურთიერთკავშირები. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის საქმიანობა ბუნებრივ გარემოზე და რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება. აქტივობის მიზანი იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ადრეული ასაკიდან განვითარება, ბუნების მრავალფეროვნების გაცნობა და მისდამი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.