გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #2

ᲡᲡᲘᲞ Ქ.ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ N8 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა შიმშილს — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ვიზიტი მონასტერში

3 ნოემბერს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ინიციატივითა და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა მოხალისეობრივი აქტივობა, რომლის მიზანი მონასტრის დახმარება, რაც გულისხმობს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას, ასევე მცენარეების დარგვასა და მოვლას, რაც თავისმხრივ თანადგომის გამოხატვა იყო. ვიზიტისთვის მოსწავლეებმა წინასწარ მოაგროვეს საჭირო პროდუქტები და ორგანიზებულად გაემგზავრნენ მონასტერში, რათა საკუთარი წვლილი შეეტანათ მის ყოველდღიურ საქმიანობაში. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მონასტერს შეგროვებული პროდუქტები გადასცეს. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და საერთო მიზნისთვის გაერთიანება. ზოგჯერ მცირე ინიციატივაც მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია. ვიზიტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მან ხელი შეუწყო მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას, სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებასა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებას. გვჯერა, რომ სკოლის მთავარი დანიშნულება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბებაც, როგორიცაა თანადგომა, პასუხისმგებლობა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…