გასული წლის შეჯამება და დაჯილდოვება
ეკოკლუბ „ბიო+“-ის პირველი შეხვედრა დაეთმო გასული სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებასა და მიღწეული შედეგების შეფასებას. კლუბის წევრებმა გაიხსენეს წლის განმავლობაში ჩატარებული გარემოსდაცვითი აქტივობები, განხორციელებული ინიციატივები, კვლევები და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის " პროექტს, რომლის ფარგლებშიც კლუბი ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა. ეს წარმატება მოსწავლეთა გუნდური მუშაობის, აქტიურობისა და წლის განმავლობაში გაწეული შრომის მნიშვნელოვანი აღიარება იყო.
შეხვედრის დასასრულს კლუბის წევრებს ნახევარფინალში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, გააძლიერა მოსწავლეთა მოტივაცია და შექმნა დადებითი განწყობა ახალი სასწავლო წლის გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაგეგმად და განსახორციელებლად.