შრომითი უფლებები და დილემები
ეკოკლუბ „ეკოზარდების“ ორგანიზებით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი აქტივობა – Fishbowl გაიმართა. აქტივობის მთავარი თემა ადამიანის შრომითი უფლებები და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და დილემები იყო.
დისკუსიის ფორმატმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ემსჯელათ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, მოესმინათ განსხვავებული შეხედულებებისთვის და არგუმენტირებულად დაეცვათ საკუთარი პოზიციები. მონაწილეებმა იმსჯელეს შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, დასაქმებულთა პასუხისმგებლობებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამუშაო გარემოში შეიძლება წარმოიშვას.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიის კულტურის განვითარება. საკუთარი აზრის დაცვისას მონაწილეებს არგუმენტებად მოჰყავდათ საქართველოს მაგალითები, რამაც აქტივობა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახადა.
შეხვედრა 24 ნოემბერს, ორ ნაკადად ჩატარდა და მასში ჯამში 20-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.